საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ტერმინების "დედა" და "მამა" შეცვლას ტერმინებით "მშობელი 1" და "მშობელი 2"
15:34:39     18-02-2019
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.
კანონის დამტკიცების შეთხვევაში, საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“ , ჩაანაცვლებს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.
კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის, „საფრანგეთი, წინ“ წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტი.
დეპუტატი ამტკიცებს, რომ გაითვალისწინა საფრანგეთში მიღებული კანონები, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.