8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს

  14:27:27     18-02-2019

8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

30 წლამდე მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.

ბრალდებული უცხო მოქალაქეა. იგი სამუშაოდ აჭარაში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა და ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროს ფლობს.