კიევში ძარცვისათვის სამი ქართველი ტურისტი დააკავეს
13:00:51     17-02-2019
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ოთხი ქართველი დააკავეს. მათ ბრალად სულ მცირე, ოთხი ადამიანის გაძარცვა ედებათ.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ, პოლიციამ გვიან ღამით დააკავა.
დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. დაკითხვისას მამაკაცებმა ბრალდებები უარყვეს.