
აჭარაში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა
13:36:35     16-02-2019
აჭარაში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 1990 წელს დაბადებული მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 წლის გოგონას დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარაში ერთ-ერთ სასტუმროში, სასტუმროს მეპატრონემ, რომელიც უცხოელია, 8 წლის გოგონას მიმართ რამდენჯერმე სცადა გარყვნილი ქმედება.
ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სოციალური სააგენტოს თანამშრომლები.