დიდმა ბრიტანეთმა Nimrod R1 ჩამოწერა

  12:56:23     02-07-2011

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, შეიარაღებიდან რადიოელექტრონული დაზვერვის უკანასკნელი ორი თვითმფრინავი, BAE Nimrod R1 ამოიღეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. თვითმფრინავების უკანასკნელი გაფრენა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში, 2011 წლის 28 ივნისს განხორციელდა. 2014 წელს, Nimrod R1-ს ადგილს, სამი საპატრული თვითმფრინავი, ამერიკული RC-135W დაიკავებს.

ჩამოწერილი თვითმფრინავები ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში იქნა წარმოებული, 2010 წლის ოქტომბერში. მათ ჩამოწერას ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში აპირებდნენ, თუმცა მომსახურების ვადა, შემდეგ სამ თვემდე გაუგრძელდათ. ახალ ამერიკულ თვითმფრინავებზე კი, ბრიტანელები მეორე პილოტის როლს შეასრულებენ.