„მისტრალების“ აგება დეკემბრიდან დაიწყება
12:55:45     02-07-2011
„გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“ ხომალდ „მისტრალის“ მშენებლობას 2011 წლის დეკემბერში დაიწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის პრეზიდენტმა, რომან ტროცენკომ, საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სალონში გამართულ პრესკონფერენციაზე აცნობა.
ფრანგულ მხარესთან გაფორმებული შეთანხმების პირობების თანახმად, კომპანია ხომალდების პირველი წყვილის 40 პროცენტს ააშენებს. მესამე და მეოთხე ავიამზიდები კი მთლიანად რუსული წარმოების იქნება. გემთმშენებლობის ეს პროექტი მომავალ რვა წელიწადზეა გათვლილი. ექსპერტების ვარაუდით, „მისტრალების“ მშენებლობის პროცესში, რუსეთში 6,5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.