FBI-მ სერიული მკვლელის ნახატები გაავრცელა იმ იმედით, რომ მათ ვინმე ამოიცნობს

  09:13:29     14-02-2019

BBC-ის ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სერიული მკვლელის ფოტოები გაავრცელა, სადაც რამდენიმე მსხვერპლია აღბეჭდილი. ფედერალურ ბიუროს იმედი აქვს, რომ მათ ვინმე ამოიცნობს. 

78 წლის სამუელ ლითლმა აღიარა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში 90 ადამიანი მოკლა, თუმცა, ის მხოლოდ სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით უვადოდ არის დაპატიმრებული. 

სერიული მკვლელობები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1970-2005 წლების პერიოდში განხორციელდა.

აშშ-ის ისტორიაში ეს შესაძლოა ყველაზე ფართომასშტაბიანი სერიული მკვლელობა იყოს.