
პოლიცია რუსთავში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს
23:52:53     13-02-2019
პოლიცია რუსთავში მომხდარ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს.
არსებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასელ გოგონას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სკოლაში მიდიოდა, მამაკაცი აედევნა.
შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი გოგონას მეზობელია და ის უკვე დაკავებულია.