შსს ადასტურებს ინფორმაციას, ნორვეგიაში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, ქართველი საჯარო მოხელეების დაკავებასთან დაკავშირებით
19:37:45     12-02-2019
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შსს-მ დაადასტურა ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ნორვეგიაში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საჯარო მოხელეების დაკავებასთან დაკავშირებით.
ირკვევა, რომ ქურდობის ფაქტზე დაკავებულები არიან გრიგოლ აბრალავა, რომელიც არის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა და კიდევ ერთი პირი, გვარად კიკნაძე.
შსს-ს ინფორმააცით, უწყება ამ ეტაპზე ნორვეგიიიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ელოდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია, რომ ისინი ქურდობის ფაქტზე არიან დაკავებულები.