
თბილისში ახალგაზრდა გოგონა, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დაჭრა
15:38:34     11-02-2019
თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, გოგონა, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.