
თბილისში Pontiac Solstice-ის მარკის ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს და აგურებზე შეაყენეს
14:04:50     08-02-2019
თბილისში Pontiac Solstice-ის მარკის ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს და აგურებზე შეაყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პიარ-მენეჯერი, მაია ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აი დადგა ის ნანატრი ხვალე.... ვიღაცამ ოცნება აუსრულა ჩემი მანქანის საბურავებით.... გაგებით მოვეკიდო? არადა ყველაზე დაცულ უბანში ვცხოვრობ ვითომ..."- წერს ბიჭიკაშვილი.