თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე მამაკაცმა სექსუალურად იძალადა

  19:29:38     07-02-2019

13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა დაშინების მიუხედავად, დუმილი დედასთან დააღვია და თქვა, რომ მასზე 50 წლამდე კაცმა იძალადა.

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

მოზარდის დედა ყვება, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მოძალადის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

სავარაუდო მოძალადე და არასრულწლოვნის ოჯახი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველებმა პირი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

გამოძიება სექსუალური ხასიათის იძულებითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.