გორში მოკლული 8 წლის გოგონას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

  09:59:48     06-02-2019

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ნანუკა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ბავშვის ოჯახის ადვოკატი, გიორგი გელხაური უკვე გაეცნო ექსპერტიზის შედეგებს.

მისი განცხადებით, გოგონას ტანსაცმელსა და ურიკაზე, რომლითაც გვამი გადაიტანეს, აღმოჩენილი დნმ-ის კვალი იაგო ნებიერიძეს ეკუთვნის. დასკვნის თანახმად, ნებიერიძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია მავთულებზეც, რომლითაც ბავშვი იყო დაბმული. ექსპერტიზის პასუხს გაეცნო გარდაცვლილის ოჯახიც. 

8 წლის ნანუკა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით,   რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.