
61-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა
11:48:55     04-02-2019
თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა შელაპარაკება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
საპატრულო პოლიცია ადგილზე მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. შს-ის ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული.