პიცა ძეხვით
10:38:13     01-07-2011
მასალა:
ცომისათვის:
200 გრამი ფქვილი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ჭიქა თბილი რძე
15 გრამი საფუარი
ცოტა მარილი
შიგთავსისათვის:
200 გრამი ყველი
150 გრამი წვრილად დაჭრილი ძეხვი
500 გრამი კანგაცლილი, მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი
მარილი, პილპილი
1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
მოვზილოთ საფუარიანი ცომი, დავდგათ 1 საათით, რომ ამოფუვდეს, კიდევ ერთხელ გადავურიოთ და მოვათავსოთ გამოსაცხობად საჭირო ფორმაში. ფორმა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, რადგან პიცა ცხობისას ფუვდება.
ყველი და ძეხვი მოვათავსოთ ცომზე, ზემოდან დავალაგოთ პამიდვრის სქელი ფენა, დავამატოთ მარილი, პილპილი და მოვასხუროთ ზეთი.