28 წლის მამაკაცმა, ცოლად შერთვის მიზნით, ბიძაშვილი მოიტაცა

  18:27:56     31-01-2019

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს , რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცა.

ფაქტი იორ­მუ­ღან­ლოს თე­მის სო­ფელ ქე­შა­ლო­ში მოხ­და. ამ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა მა­მის დის­შვილ­მა მო­ი­ტა­ცა.

ირკვევა რომ 28 წლის ბიჭ­მა გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან მა­შინ მო­ი­ტა­ცა, როცა ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდას თავისი ბიძაშვილი უყვარდა, თუმცა, გოგონა ცოლობაზე არ თანხმდებოდა. გოგონა სახლში უკვე დააბრუნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. შსს-ს ცნობით, ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.