
ნარკოდანაშაულის გამო თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი დააკავეს
17:17:39     30-01-2019
ნარკოდანაშაულის გამო თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული მ.რ.
უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - „ბუპრენორფინის“ შემცველი 130 აბი „სუბოტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.