პაკისტანი აშშ–სგან სამხედრო ბაზის დატოვებას ითხოვს
10:35:20     01-07-2011
პაკისტანის ხელისუფლებამ ამერიკელებს სამხედრო ბაზა „შამსის“ გამოყენებაზე უარი უთხრა, რომელიც ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ოფიციალური განცხადება, ბაზის ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების ასაფრენად გამოყენების შესახებ, პაკისტანის თავდაცვის მინისტმა აჰმედ მუჰტარმა გააკეთა. „არანარი გაფრენა ამერიკული თვითმფრინავებისა ამ ბაზიდან აღარ იქნება. თუ ეს მოხდება, ის მხოლოდ პაკისტანური იქნება“ – განაცხადა მუჰტარმა.
ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში განთავსებულ „შამსის“ ტერიტორიაზე, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები იყო ბაზირებული. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალები მათ იმ ობიექტებზე წეერტილოვანი დარტყმებისათვის იყენებდნენ, რომელიც მოძრაობა „თალიბანს“ ეკუთვნის. პაკისტანის ხელისუფლების ერთ–ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე სთხოვა ამერიკელებს საკუთარი ინფრასტრუქტურის გატანა, სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან, ბაზიდან არცერთი თვითმფრინავის გაფრენა აღარ მომხდარა.