უგემრიელესი ფუნთუშები ნივრითა და მწვანილით

  14:36:41     26-01-2019

  • ფქვილი - 400 გ
  • მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • რძე - 250 მლ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • დარბილებული კარაქი - 50 გ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • მწვანილი, სხვადასხვა სახის
  • კვერცხის გული - 1 ცალი
ფქვილს დაუმატეთ საფუარი და დაასხით რძე, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ზეთი. მოზილეთ რბილი ცომი. შეფუთეთ ცომიანი ჯამი და მოათავსეთ 30 წუთი თბილ ადგილას.

სანამ ცომი გაფუვდება, მოამზადეთ გულსართი. 

დარბილებულ კარაქს დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი. აურიეთ კარგად.

გაფუებული ცომი ჩაზილეთ, შემდეგ გააბრტყელეთ და დააგორგოლავეთ ძეხვივით. შემდეგ კი დაჭერით თანაბარ პატარა ნაჭრებად. 

თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ გულსართი, მოკეცეთ 4-ად. მოათავსეთ -2-3 ცალი დაკეცილი ცომი მაფინების ფორმებში.

წაუსვით ფუნთუშებს კვერცხის გული და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

ეს ფუნთუშები პურის შესანიშნავი ალტერნატივაა!