
თავდასხმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტზე - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს
15:40:22     25-01-2019
„რუსთავი“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს
სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.