
პოლიციამ უცხოელ ტურისტებს მოპარული ველოსიპედები დაუბრუნა
12:29:22     25-01-2019
საქართველოში სტუმრად მყოფი ერთ-ერთი ტურისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართულმა პოლიციამ მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
"ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში იპოვეს. მათ დამიბრუნეს ველოსიპედი და რწმენა კაცობრიობისადმი. საქართველო, მიყვარხარ. ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგით დამთავრებულიყო“, - წერს ტურისტი.
ველომოგზაურებს ველოსიპედები 19 იანვარს მოჰპარეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია და უახლოეს დღეებში დააკავებენ.