
თბილისის აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს
14:34:56     22-01-2019
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულიამტვირთავი-მუშა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტან ქურდობას გულისხმობს.