კივის ძალიან გემრიელი და სასარგებლო საწებელი

  10:59:16     21-01-2019

კივის "ტყემალი" განსაკუთრებული გემოთი და არომატით გამოირჩევა. მისი მირთმევა შეიძლება როგორც თევზის, ისე ხორცის კერძებთან.

ინგრედიენტები
წყალი – 250 მლ
ჩილი წიწაკა – გემოვნებით
ნიორი – 1 თავი
ქინძი – 1 დიდი კონა
კივი – 2 კგ
ომბალო – რამდენიმე ღერი
მარილი

კივი გათალეთ, მსხვილად დაჭერით (თუნდაც ორად) და გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში. დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ამოურიეთ. კივი უნდა დარბილდეს, მაგრამ ძალიან ნუ მოხარშავთ.

დანაყეთ ან ბლენდერში ფაფასავით დააქუცმაცეთ ნიორი, წიწაკა და ომბალო. დარბილებულ კივს ცალკე გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, გახეხეთ ან ბლენდერით ათქვიფეთ. თესლების მოსაშორებლად საწურში გატარებაც შეიძლება, თუმცა აუცილებელი არ არის. დაამატეთ სანელებლები და მარილი, თუ საჭიროა, გაათხელეთ თავისივე წვენით სასურველ კონსისტენციამდე. წამოადუღეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, თან ხშირად ურიეთ, არ მიიწვას.

სოუსი ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიტანეთ სუფრასთან სასურველ კერძთან ერთად.