ბრიტანეთი ირანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდაში ადანაშაულებს
11:08:24     30-06-2011
ირანმა ბალისტიკური რაკეტების ფარული გამოცდა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით განახორციელა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, „ირანი ბალისტიკური რაკეტების საიდუმლო გამოცდას აწარმოებს. ასევე განაგრძობს ურანის გამდიდრების პროცესს, რაც რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებას სერიოზულ საშიშროებას უქმნის“.
როგორც ცნობილია, ამ დღეების განმავლობაში, ირანი სამხედრო სწავლებას აწარმოებს, რომლის დროსაც ოფიციალურად „მიწა–მიწა“ კლასის ტიპის რაკეტების გაშვება მოხდა, რომელთაც მიზნამდე მიღწევა 2 ათასი კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ.