უბრალოდ, მიკა...
11:01:09     30-06-2011
ცნობილი მომღერალი მაიკლ ჰოლბრუკ პენიმენი, ფსევდონიმით მიკა ლიბანში დაიბადა, მაგრამ ამჟამად ლონდონში მოღვაწეობს. მას კონტრაქტები აქვს გაფორმებული „კასაბლანკა რეკორდზთან“ და „უნივერსალ მუზიქთან“.
მიკა ბეირუთში, ლიბანში დაიბადა, და შუათანა შვილი იყო ლიბანელი დედისა და ამერიკელი მამისათვის. მაშინ როდესაც იგი ერთი წლის იყო, ოჯახი იძულებული გახდა ომისგან დანაწევრებული ლიბანი დაეტოვებინა და პარიზში გადასულიყო. მან თავისი პირველი სიმღერა შვიდი წლის ასაკში დაწერა, ცხრა წლის ასაკში კი, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.
მიკას ბავშვობაში დილექსია სჭირდა, რის გამოც თითქმის ერთი წლის განმავლობაში დედა ასწავლიდა სახლში. მან ლონდონში რამდენიმე სკოლა გამოიცვალა და საბოლოოდ მუსიკის სამეფო კოლეჯში ჩაირიცხა, რაც შემდგომში კიდეც დატოვა, რათა თავისი პირველი ალბომი ჩაეწერა.