ტერეზა მეი მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, ბრექსიტისთვის გაერთიანდნენ
11:11:30     17-01-2019
დიდ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ყველა პოლიტიკურ ძალას ბრექსიტის რეალიზაციისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მთვარობას ნდობა გამოუცხადა.
„აუცილებელია ერთობლივი, კონსტრუქციული მუშაობა. ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტის წევრებსა და პარტიებს გავერთიანდეთ და წინ წავიდეთ“, - განაცხადა მეიმ და აღნიშნა, რომ დადგა დრო პირადი ინტერესების დავიწყებისა.
ტერეზა მეიმის თქმით, ბრიტანელების უმტესობას მიაჩნია, რომ მთვარობამ ბრექსიტი უნდა განახორციელოს, იმის მიუხედავად, რომ თემთა პალატის დეპუტატებმა სამშაბათს ბრექსიტის შეთანხება ჩააგდეს.
„ევროკავშირთან გარიგება, რომელზეც ვმუშაობდი პარლამენტმა ხმათა დიდი სხვაობით არ მიიღო. ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, შევასრულო ბრიტანელი ხალხის განკარგულება ევროკავშირის დატოვების შესახებ. მე ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“, - აღნიშნა მეიმ.
ბრიტანელმა პარლამენტარებმა სამშაბათს, როგორც მოსალოდნელი იყო, Brexit-ის შეთანხმება ჩააგდეს. შეთანხმებას მხარი 202-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 432 წავიდა.