მოშუშული კომბოსტო ჩეხურად

  10:59:14     30-06-2011

მასალა:

400 გრამი კომბოსტო

40 გრამი შაქარი

10 გრამი მარილი

20 გრამი ფქვილი

40 გრამი ცხიმი

20 გრამი ღორის ქონი

60 გრამი ხახვი

ზირა

ძმარი

გარეცხილი, წვრილ ზოლებად დაჭრილი კომბოსტოს ნაჭრები გავრეცხოთ, გავაშროთ. შემდეგ წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად მოვშუშოთ კუბიკებად დაჭრილ ღორის ქონი ერთად. დავამატოთ კომბოსტო. წყლის ნაცვლად უმჯობესია დავამატოთ  ცოტა ხორცის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ზირა და დავდგათ მოსაშუშად. როდესაც კომბოსტო დარბილდება, მოვაყაროთ მცირე რაოდენობის ფქვილი, დავამატოთ შაქარი და მოვასხუროთ ადუღებული ძმარი. შუშვის ბოლოს ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, კომბოსტოს ვაცალოთ კიდევ ერთხელ წამოდუღება დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ ღუმელიდან.