
ვერაზე სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე გია კორკოტაშვილის შვილია
18:08:30     16-01-2019
ვერაზე სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი – ვაჟა კორკოტაშვილია, – ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან „კურიერს“ უყვება, რომ სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა.