
51-ე სკოლასთან მამაკაცს ექვსჯერ ესროლეს - ახალი დეტალები მელიქიშვილის გამზირიდან
17:53:15     15-01-2019
შს სამინისტროში ადასტურებენ რომ 51-ე სკოლასთან მამაკაცს ექვსჯერ ესროლეს.
პოლიციის ინფორმაციით,
ინციდენტი ორ პირს შორის დაიწყო, რომელიც სროლაში გადაიზარდა. კერძოდ, ერთერთმა მათგანმა
მეორე პირის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
ამ წუთებში, მელიქიშვილის
გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პრესა.ჯის ინფორმაციით ჯერჯერობით დაკავებული
არავინაა.
შემაშფოთებელი სტატისტიკა:
კრიმინალი, გასულ წელთან შედარებით, 60 პროცენტით გაიზარდა. ჩადენილი დანაშაულის გახსნა კი - 20 პროცენტით შემცირდა.
ამავე დროს, 124%-ით არის მომატებული მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა.