ნობელის პრემიის ლაურეატს რასისტული და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო წოდება ჩამოართვეს
11:58:18     14-01-2019
ნობელის პრემიის ლაურეატს ბიოლოგსა და მედიცინის დარგში ჯეიმს უოტსონს, რასისტული მოსაზრებებისა და გამოთქმების გამო, წოდებები და ჯილდოები ჩამოართვეს.
Cold Spring Harbor-ის ლაბორატორიის ცნობით, ამის მიზეზად 90 წლის მეცნიერის მიერ ნეგროიდული რასის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გაკეთებული ნეგატიური შეფასება სახელდება.
"აფრიკისთვის ბნელ პერსპექტივებს ვხედავ. მთელი ჩვენი სოციალური პოლიტიკა ეფუძნება იმ ფაქტის დაშვებას, რომ მათ (ნეგროიდულ რასას) ისეთივე ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, როგორიც ჩვენ - ყველა კვლევა ამბობს, რომ ეს ასე არ არის", - განაცხადა მეცნიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, მას თანამდებობის დატოვებამაც მოუწია.