ტრამპი: თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ, თუ ქურთებს დაარტყამენ
10:13:09     14-01-2019
ამერიკის შეერრთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ტრამპის განცხადებით, აშშ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, თუ ის აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ სირიელ ქურთებს დაარტყამს.
"ვიწყებთ სირიიდან ჯარების გაყვანას. თუ "ისლამური სახელმწიფო" ძალებს მოიკრეფს, კვლავ დავარტყამთ მათ ახლოს მდებარე ბაზებიდან. ხოლო თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ, თუ ქურთებს დაარტყამენ", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გაყვანის განკარგულება გასცა. მან განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმის, თუ რატომ იმყოფებოდა იქ შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტი.