
სოფელ ყიზილაჯლოში დედამ შვილი დაჭრა
12:54:08     13-01-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დედამ შვილი დაჭრა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრ ახალგაზრდა ქალს უცნობი მამაკაცი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით აშანტაჟებდა. აღნიშნული დედა-შვილის კონფლიქტის მიზეზი გახდა, რაც დაჭრით დასრულდა. დაჭრილი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. მას ჭრილობები ყელისა და გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.