
ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
16:48:20     11-01-2019
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონოსძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.
ადვოკატის განცხადებით, დღემდე 90-მდე მოწმე დაიკითხა და ბრალდებულის მიმართ ბრალი არ დასტურდება.