
პეკინის გამზირზე სამკაულების მაღაზია გაქურდეს
11:30:39     10-01-2019
თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზია "ფრანკო ფონტანა" გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ძვირფასი სამკაულები.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.