იტალიაში ქურდობის ბრალდებით ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დააკავეს

  11:15:21     10-01-2019

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედია იუწყეება, რომ 25 წლის ქართველი მამაკაცი  2014 წლიდან, ქალაქ ნეპალის სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. ქურდობის ბრალდებით მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სამართალდამცველებმა ის ქალაქ ბარიში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა, თუმცა დაკავების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად მისი იდენტიფიცირება მოხდა. ამჟამად დაკავებული ქალაქ ბარის ციხეში იმყოფება.