ექიმის ცემის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ბრალი წარედგინა

  10:19:12     09-01-2019

ექიმზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს რევაზ ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გამოძიების ინფორმაციით, ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რევაზ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.