
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
09:34:38     08-01-2019
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.