
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია გაძარცვეს - დაშავებულია ორი ადამიანი
09:21:51     08-01-2019
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია "ორი ნაბიჯი" გაძარცვეს.
ძარცვის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
ძარცვის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, სამი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა. თავდასხმის დროს, მაღაზიის ერთმა თანამშრომელმა გონება დაკარგა და ჰოსპიტალიზებულია.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები, სავარაუდოდ, 400 ლარამდე თანხა წაიღეს.