ბელორუსი უპილოტო ავიაციით დაინტერესდა

  11:02:46     29-06-2011

არც ისე დიდი ხნის წინ, მინსკში გამართულ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე MILEX-2011, ექსპოზიციის საკმაოდ დიდი ადგილი ბელორუსული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს ქონდათ დაკავებული. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში, უპილოტო ავიაციის თემატიკა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ერთის მხრივ, ბელორუსის დაინტერესება ამ სექტორით, სავსებით ნათელია - მთავრობა სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას ცდილობს. პროგრამის მნიშვნელობაზე ის ფაქტორიც მეტყველებს, რომ ის ბელორუსიის შეიარაღებული ძალების განვითარების ხუთ პერსპექტიულ მიმართულებაშია ჩართული. მათ შორის, არის გეოინფორმაციული სისტემები, მაღალი სიზუსტის იარაღის წინააღმდეგობის კომპლექსური სისტემები, სპეციალური ოპერაციების საბრძოლო დანაყოფები და პერსპექტიული საცეცხლე საშუალებები.

ამასთან ერთად, უკვე რამოდენიმე თვეა რაც ბელორუსის მთავრობის ინიციატივით შექმნილია "მრავალფუნქციური უპილოტო საავიაციო კომპლექსების და მათი წარმოების ტექნოლოგიების" პროგრამა. ეს უკანასკნელი, მიზნად ქვეყნის ტერიტორიაზე, თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების შექმნას ისახავს მიზნად, რომელთა გამოყენება როგორც ძალოვან უწყებებში, ასევე სამოქალაქო სექტორში იქნება შესაძლებელი. სხვათა შორის ამ სფეროში ლუკაშენკოს ხელისუფლება ექსპორტზეც კი გეგმავს გასვლას.

ასეა თუ ისე, ბელორუსში უპილოტო საფრენი აპარატების ნამდვილი ბუმი დაიწყო. მათი მწარმოებლებისა და შემქმნელების რიცხვში ჩართულნი არიან: თავდაცვის სამინისტრო, სააქციო საზოგადოება "აგატი", 558-ე ავიასარემონტო ქარხანა და ქვეყნის სამხედრო აკადემია.

როგორც ჩანს, ბელორუსების შრომასა და ძალისხმევას ტყუილა არ ჩაუვლია. რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად შექმნილი იყო შედარებით მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატები. მათ, რუსეთში მდებარე ალუშუკის სამხედრო პოლიგონზე უკვე გაიარეს გამოცდების სერია. Aამჯერად, დღის წესრიგში შედარებით დიდი გაბარიტებისა და შესაბამისად შესაძლებლობების მქონე უპილოტო საფრენი აპარატების შექმნის საკითხი დგას.

ბელორუსები მას კომპლექსურად მიუდგნენ და პროგრამაში სხვადასხვა პროფილის რამოდენიმე საწარმო ერთდროულად ჩართეს. მათ შორის, სააქციო საზოგადოება "აგატი" - მართვის სისტემები, 558-ე ავიასარემონტო ქარხანა - წარმოება, საკონტრუქტორო ბიურო Индела, რომელსაც თავად უპილოტოს შექმნის ამოცანა აკისრია.

დღევანდელი დღის მდგომარეობით ეს ჯგუფი ორი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე მუშაობს – ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური. გარდა ამისა ორივე ეგზემპლიარისთვის იქმნება სახმელეთო მართვის პუნქტი, რადიოკავშირის საინფრომაციო-საბრძანებო და სახმელეთო უზრუნველყოფის საშუალებები.

ამ ორი პროექტიდან, ერთ-ერთი - ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების უპილოტო Гриф-1 სწორედ გამოფენა MILEX-2011-ზე იყო წარმოდგენილი.

იგეგმება, რომ ამ აპარატის გამოყენება ხმელეთის დასაზვერად ან ზღვის აკვატორიის გასაკონტროლებლად მოხდება. მათ შორის სახმელეთო ან წყალსზედა ობიექტების აღმოჩენისთვის, ამოცნობისა და კოორდინატების დადგენისთვის. მწარმოებლები მასზე რადიოელექტრონული წინააღმდეგობის საშუალებებისა ან ტოფოგრაფიული დაზვერვის საწარმოებლად საჭირო სისტემების დაყენებასაც არ გამორიცხავენ. ამასთან ერთად აპარატის ტექნიკური აღჭურვილობა, მას ფრენების შესრულებას ერთნაირი ეფექტურობით, როგორც დღის ასევე ღამის განმავლობაში აძლევს.

ყოველ შემთხვევაში, Гриф-1-ის გენერალური კონსტრუქტორის თქმით, აპარატი თავისი შესაძლებლობებით, ცნობილი ფირმების ქმნილებებს არ ჩამოუვარდება. მისი გამოყენება ბელორუსიის შეიარაღებულ ძალებში უახლოეს წლებში დაიწყება. ამისთვის კი პირველ რიგში მისი ყველა დეტალისა და კომპონენტის წარმოების ათვისება უნდა მოხდეს. გარდა ამისა ბელორუსებს იმის ამბიციებიც აქვთ, რომ ეს უპილოტოები მხოლოდ მათ ქვეყანაში წარმოებული დეტალებითა და მაკოპლექტებლებით დამზადდეს. მათ შორის ძრავაც. მაგრამ მეორე საკითხია რამდენად შეესაბამება ქვეყნის ტექნიკური დონე ამ ამბიციებს. ჯერ-ჯერობით აპარატის პირველ პროტოტიპზე გერმანული წარმოების ძრავა აყენია.

ამჟამად, უკვე დამზადებულია Гриф-1-ის პლანერის ელემენტების 20 კომპლექტი. რაც შეეხება თავად უპილოტო საფრენ აპარატს, მისი პირველი აფრენა ალუშუკის პოლიგონზე სექტემბერშია დაგეგმილი

Гриф-1-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე - 3,5 მ
სიმაღლე - 1 მ
ფრთის გაქანი - 4.8 მ
ცარიელი აპარატის წონა - 80 კგ
მაქსიმალური ასაფრენი - 120 კგ
სასარგებლო დატვირთვის წონა - 20 კგ
ფრენის მაქსიმალური სიჩქარე - 165 კმ/სთ
კრეისერული სიჩქარე - 130 კმ/სთ
პრაქტიკული ჭერი - 3000-4000 მ
მოქმედების მანძილი - 100 კმ

რაც შეხება მეორე ბელორუსიულ უპილოტო საფრენ აპარატს - Чибис ის ტაქტიკური დანიშნულების კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ მის შესაძლებლობების შესახებ გაცილებით მწირი ინფორმაცია არსებობს.

Чибис-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე - 7,87 მ
სიმაღლე - 1.39 მ
ფრთის გაქანი - 5.76 მ
მაქსიმალური ასაფრენი - 145 კგ
სასარგებლო დატვირთვის წონა - 45 კგ
ფრენის მაქსიმალური სიჩქარე - 190 კმ/სთ
კრეისერული სიჩქარე - 130 კმ/სთ
პრაქტიკული ჭერი - 7000 მ
ფრენის ხანგრძლივობა - 7.6 სთ
მოქმედების მანძილი მაქსიმალურ სიმაღლეზე - 705 კმ
იმაზე რომ ბელორუსი აქტიურად აპირებს სამამულო უპილოტოების გამოყენებას, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები აქტიურად ემზადებიან მათი რეალური ექსპლუატაციისთვის. მაგალითად "ოსოვცის" აეროდრომზე, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების 927-ე ცენტრი ჩამოყალიბდა. მისი ფუნქცია უპილოტოების გამოყენებისთვის პირადი შემადგენლობისა და სპეციალისტების მომზადება და თავად აპარატების საბრძოლო გამოყენების ტაქტიკის შემუშავებაა.