კარტოფილი ხახვით ფრანგულად

  10:57:49     29-06-2011

მასალა:

500 გრამი კარტოფილი

2 მსხვილი თავი ხახვი

2-3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

3 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი

¼ ლიტრი ხორცის ბულიონი

პილპილი

ცოტა მარილი და საკმაო რაოდენობის წვრილად დაჭრილი ოხრახუში

ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და ოდნავ შევბრაწოთ კარაქში. დავამატოთ ფქვილი, ხორცის ბულიონი და მოვამზადოთ საკამოდ სქელი სოუსი. კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, ჯერ კიდევ თბილი გავფცქვნათ, დავჭრათ ნაჭრებად და ჩავაწყოთ სოუსში. კარგად მოვაყაროთ პილპილი და მარილი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. დავამატოთ რაც შეიძლება მეტი ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე ცხელი.