აშშ-ფილიპინების ერთობლივი სამხედრო სწავლება
10:53:35     29-06-2011
ამერიკის შეერთებული შტატების და ფილიპინების სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ყოველწლიური, ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს. ორი ქვეყნის არმიის წარმომადგენლებმა მედიას აცნობეს, რომ მანევრები ფილიპინების აღმოსავლეთით, სულუს ზღვაში, პროვინცია პალავანის სიახლოვეს გაიმართება და 11 დღეს გაგრძელდება.
წრთვნის პროგრამაში შედის ხომალდის არტილერიის სროლები, მოქმედება საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში, საზღვაო პატრულირება, სამედიცინო დახმარების გაწევა და სხვა.
ფილიპინების სამხედრო ძალებმა, სწავლების დასაწყისში განაცხადეს, რომ მანევრები სამხედრო შეთანხმების საფუძველზე ჩატარდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ 1951 წელს გაფორმდა. სწავლების მიზანი, ორი სახელმწიფოს საზღვაო ძალებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გაფართოებაა.