პირველი ბალისტიკური რაკეტა

  10:53:00     29-06-2011

„რ-7 სემიორკა“ მსოფლიოში პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაა, შემუშავებული ცივი ომის დროს, 1959-68 წლებში. დასავლეთისთვის იგი ცნობილი იყოს ნატოს მიერ შერქმეული სახელით SS-6 Sapwood, ხოლო საბჭოთა კავშირში უწოდებდნენ  GRAU 8K71 - ს.

რ-7 იყო 34 მ სიგრძის, 3 მ დიამეტრის რაკეტა. იწონიდა 280 ტონას, შედგებოდა ორი საფეხურისგან, იყენებდა თხევად ჟანგბადს და ნავთს. რაკეტა სტარტს იღებდა მის გვერდზე მიმაგრებული ოთხი ამაჩქარებელით, ჰქონდა ინერციული ნავიგაციის სისტემა, რომელიც დედამიწიდან რადიოთი იმართებოდა.

რ-7-ის შექმნა დაიწყო საკონსტრუქტორო ბიურო ოკბ-1-ის მიერ, კალინინგრადში, 1953 წელს. თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ შექმნილიყო ორსაფეხურიანი რაკეტა, მასით 170 ტონა. პირველ გამოცდებს 1953 წლის ბოლოს მოჰყვა ის, რომ მოთხოვნები მკვეთრად შეიცვალა და რაკეტის საბოლოო სქემა დამტკიცდა მხოლოდ 1954 წლის მაისამდე.

რაკეტის რ-7-ის პირველი რეალური გამოცდა მოხდა 1957 წლის 15 მაისს ბაიკონურის კოსმოდრომიდან, მაგრამ ხანძრის გამო ის გაშვების ადგილიდან 400 კმ მანძილზე ჩამოვარდა. შემდეგ კვლავ წარუმატებელ ცდას მოჰყვა წარმატებული, 21 აგვისტოს (საკდესმა ამის შესახებ 26 აგვისტოს გამოაცხადა). ძალიან მალე ამას მოჰყვა ამ რაკეტის მოდიფიცირებული ვარიანტით დედამიწის პირველი თანამგზავრის (სპუტნიკ 1) და მეორე თანამგზავრის (სპუტნიკ 2) გაშვება და კოსმოსური ერის დასაწყისი.