ტანკების სახეობები
10:51:25     29-06-2011
ტანკების რამდენიმე სახეობა არსებობს. მსუბუქ ტანკებს მიეკუთვნება ის კატეგორია, რომელთაც საბრძოლო წონა აქვთ 15-20 ტონამდე და აღჭურვილნი არიან მცირე კალიბრიანი ზაბაზანითა და ტყვიამფრქვევით, ან ტყვიამფრქვევებით. მსუბუქი ტანკი არის ფეხოსანთა გაძლიერებისა და ნებისმიერი საომარი სახეობების შესრულების ძირითადი საშუალება.
არსებობს მცირე ტანკები, რომელთა საბრძოლო წინაა 5 ტონა და აღჭურვილია ერთი, ან რამდენიმე ტყვიამფრქვევით. მცირე ტანკის დანიშნულებაა საერთო საბრძოლო, ტანკთა ნაწილისა და შეერთების ინტერესების დაზვერვით დაკმაყოფილება, ასევე გამოიყენებენ კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტირებისათვის. უმრავლეს მცირე ტანკს შეუძლია წყალში ცურვა.
მძიმე ტანკების საბრძოლო წონაა 30-40 ტონაზე მეტია და აღჭურვილია მსხვილკალიბრიანი ზარბაზნითა და ტყვიამფრქვევებით. მძიმე ტანკები გამოიყენება ძლიერი დაცვის საწინააღმდეგოდ და და საერთო საომარი ოპერაციებისათვის.
საშუალო ტანკებს მიეკუთვნება ტანკები, რომელთა საბრძოლო წონაა 30 ტონამდე და აღჭურვილნი არიან მსხვილკალიბრიანი ზარბაზნითა და ტყვიამფრქვევებით. საშუალო ტანკების დანიშნულებაა მოწინააღმდეგის გაძლიერებული დაცვის შემთხვევაში, ფეხოსანთა მხარდაჭერა. საარტილერიო კი არის ტანკი, რომელიც გამოიყენება წინა ხაზის ტანკების მხარდაჭრისათვის. მათ გააჩნიათ სხვა ტანკებთან შედარებით უფრო ძლიერი შეიარაღება.