წავკისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზი მანქანაზე სარკის მოტეხვა გახდა

  12:30:51     24-12-2018

წავკისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით მორიგი ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ გარდაცვლილ ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა, რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან.

ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი.

მოკლული ბიძაშვილები ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ.

შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა რა დროსაც ბიძაშვილები დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­-2 ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.