ხადას ხეობაში სმითების საზარელი მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ვრცელდება - კობაურს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდა
06:03:25     24-12-2018
ხადას ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის შესახებ ახალ დეტალებს "იმედი"ავრცელებს.
როცა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოძიების ოფიციალური ვერსია და მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა, ბევრ სხვასთან ერთად გაჩნდა ერთი აუხსნელი კითხვაც - როგორ შეიძლებოდა დედას დაეტოვებინა იარაღდამიზნებული 4 წლის შვილი და თავის გადასარჩენად გაქცეულიყო.
გამოძებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში კობაური რაიან სმითის მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებდა, მამა-შვილის მკვლელობას აღიარებდა და გამოძიებას არწმუნებდა, რომ ლორა სმითი გაიქცა და ხევში ჩავარდა.
ექსპერტიზის პასუხებმა კობაურის პირველი აღაიარებითი ჩვენება თავდაყირა დააყენა და დანაშაულის რადიკალურად განსხვავებული მოტივი გამოკვეთა.
საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მივიდნენ ერთ-ერთ ჩანჩქერთან, მან გაიტყუა მამა-შვილი, ქალი დარჩა ჩანჩქერთან. ის მოულოდნელად დაახლოებით 150 სანტიმეტრის მოშორებით ზურგიდან ესვრის რაიან სმითს წელის არეში, შემდეგ კი ახორციელებს საკონტროლო გასროლას. ბავშვი ტირის, ვარდება პანიკაში, რის შემდეგაც ის მიბჯენით ესვრის ბავშვს.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის მკვლელობის შემდეგ კობაურმა რაიან სმითის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა. ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმია, რომელიც მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა.
ხადის ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამარალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა. ოქმში აღნიშნულია ისიც, რომ სწორედ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმითის გვამი გადააგდო, კერძოდ, მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში. ბავშის ცხედარს კი სწორედ კობაურის მითითებით გასროლის ადგილიდან 12 მეტრში თოვლის ნარჩენის ქვეშ მიაგნეს.
მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვა ლორა სმითი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმითი დაახრჩო წყალში და ამის შემდეგ ჩააგდო მდინარეში.
სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისთვის ბრალი დაემძიმებიათ.
თავდაპირველად გამოძიება მას მხოლოდ მამა-შვილის მკვლელობას ედავებოდა, რასაც ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც ამყარებდა. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმითის დნმ-პროფილი ფიქსირდება, ამავე იარაღზეა მალხაზ კობაურის დნმ-ი. დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ბავშვი იარაღის თავზე მიბჯენით არის მოკლული. ბალისტიკური ექსპერტიზით კი დგინდება, რომ მკვლელობის იარაღი ვარგისია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად და ისვრის. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილიდან და გვამებიდან ამოღებული ტყვიის ფინდიხი და საფანტი, სწორედ იმ ტიპის იარაღისთვისაა განკუთვნილი, როგორიც მალხაზ კობაურს ჰქონდა თან.
ამოღების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველებს ამის შესახებაც მალხაზ კობაურმა უთხრა.
მწყემსმა პირველ ჩვენებაში ლორა სმითის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად გამოძიების ვერსიით, დამალა ნამდვილი მოტივი. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა ამავე დასკვნაში აღწერილია დაზიანებებიც, რის გამოც პროკურატურაში ფიქრობენ, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა და მერე დაახრჩო.
"გვამს აღენიშნებოდა თხემის მიდამოში მარცხნივ, უსწოროკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში", - წერია დასკვნაში.
"მაშველებმა ქალი ნახეს ასეთ მდგომარეობაში: შორტები ჰქონდა გახეული, რაც მიუთითებს ძალადობაზე, უკანა ტანში აღმოჩნდა სპერმა, აზღუდი ჰქონდა ჩამოწეული და მაისური აწეული, მუცელი და მკერდი ჰქონდა შიშველ მდგომარეობაში", - ამბობს საქმის პროკურორი.
მალხაზ კობაურის ადვოკატს არც ექსპერტიზის დასკვნების და არც გამოძების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მას აქვს საკუთარი ვერსია, რომლის შესახებაც ჯერ ბრალდებულმა ისაუბრა ერთადერთ ღია პროცესზე, მოგვიანებით კი ადვოკატებმა დაცვის მხარის სტრატეგია სწორედ ამაზე ააგეს. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დანაშაული სხვა 7 ადამიანმა ჩაიდინა.
ადვოკატი ამბობს, რომ უცხო პირებმა კობაურის თოფით მამაკაცის მოკვლის შემდეგ ის ვაზნების მოსატანად მწყემსების კარავში წაიყვანეს, თუმცა ასევე ატკიცებს, რომ კობაურს ბავშვის მკვლელობა არ ახსოვს, რადგან რაიან სმითის მკვლელობის გამო მძიმე ემოციური ზემოქმედების ქვეშ იყო. დაცვა არც იმ ვერსიას ენდობა, რომ რაიან სმითის გვამი, მკვლელობის ადგილიდან 1700 მეტრის მოშორებით წყლის დინებამ ჩაიტანა.
საგამოძებო უწყებებს არც კობაურის დედა ენდობა და მათ მწყემსზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მალხაზ კობაურს აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს და მტკიცებულებები გააყალბეს.
ადვოკატს არ აქვს პასუხი, რატომ უნდა დაიჯეროს მათი ვერსიის საზოგადოებამ. მას იმის ახსნაც უჭირს, თუკი სმითების ოჯახი შვიდმა ადამიანმა ამოხოცა და არ დაინდო არც 4 წლის ბავშვი, რატომ დატოვეს ცოცხალი ასეთი დანაშაულის ერთადერთი მოწმე მალხაზ კობაური.
ყველაზე მთავარი - თუკი ეს ადამიანები ხეობაში სმითების მოსაკლავად იყვნენ ჩასულები, რთული ასახსნელია, რატომ დარჩნენ კობაურის სანადირო თოფის იმედად, რომელსაც, თურმე საკმარისი ვაზნებიც კი არ აღმოაჩნდა ადგილზე. და ბოლოს, დაცვის როგორი სტრატეგიაც არ უნდა იყოს საგამოძიებო სისტემის დისკრედიტაცია, წარმოუდგენელია გამოძიებელს ხეობაში მწყემსისთვის დაევალებინა გვამის მოძებნა და მისთვის ფოტოების გადაღება ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.
3 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიჯი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით, ბრალდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს მიმართეს. 14 მსაჯული (12 ძირითადი და 2 სათადარიგო) ბრალდებულს და პროკურორს უახლოეს დღეებში მოუსმენს.