
შინდისის ახალ გზაზე დაპირისპირების დროს 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, 2 კი დაჭრეს
23:16:31     23-12-2018
შინდისის ახალ გზაზე დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი.
მოკლულებს სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
გარდა ამისა, არიან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში.