ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სვანეთში კერძოდ კი თეთნულდისა და ჰაწვალის სათხიამურო არეალს ოფიციალურად 22 დეკემბერს გახსნის.

  13:33:41     21-12-2018

კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2200  მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.  თეთნულდზე არის   4 საბაგირო (6 ადგილიანი სავარძილის ტიპის) და 30 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის.  კურორტის  სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება .

სპეციალისტების დასკვნით , თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიდი კი 6-7 თვემდე იქნება.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და  7 კმ-ნი  5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა და გასულ წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

სვანეთის 5 სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში ფუნქციონირებს მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჰაწვალი

საბაგიროს რაოდენობა  - 2 საბაგირო

სასრიალო ტრასის რაოდენობა - 3 სასრიალო გზა

სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე - 7 კმ

 

5 მცირე ზომის საბაგირო : ეცერში, უშხვანარში, მაზერში , უშგულსა და ლენტეხში.