აშშ-ში ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
08:45:41     21-12-2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.
ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.
სასჯელის მოხდის შემდეგ შულაია რუსეთში იქნება დეპორტირებული.
2017 წლის ივნისში ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ ბრალი, მათ შორის 15 ქართველი იყო. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავაც იყვნენ. მათთან ერთად დააკავეს ასევე ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძეც, რომელსაც ნიუ იორკის სასამართლომ სექტემბერში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიება მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებდა. ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით.