ბუტერბროტები ბელგიურად

  11:21:44     28-06-2011

მასალა:

2 ნაჭერი თეთრი პური

კარაქი

მდოგვი

2 თხელი ნაჭერი უცხიმო ლორი

2 ნაჭერი ყველი

1 ცალი პომიდორი

წითელი პილპილი

ცოტაოდენი ოხრახუში, კამა და მწვანე ხახვი

შევბრაწოთ პურის ნაჭრები, წავუსვათ კარაქი და ცოტა მდოგვი, თითოეულ ნაჭერს დავადოთ ლორი, ყველი და პომიდორი, დავაყაროთ პომიდორს პილპილი და გამოვაცხოთ ღუმელში. როგორც კი ყველი დაიწყებს დნობას, ბუტერბროდები მზადაა. პომიდორს მოვაყაროთ მწვანილი.