ისრაელი იარაღის ექსპორტიორებში მეოთხე ადგილზეა

  11:07:35     28-06-2011

ისრაელი მსოფლიოში იარაღის რიგით მეოთხე ექსპორტიორი აღმოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით, ებრაულ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და რუსეთმა გაუსწრეს. 

ისრაელის სამხედრო შემოსავლები, შეიარაღების ექსპორტიდან, 2010 წლისთვის, 7,2 მილიარდ დოლარს წარმოადგენდა. ექსპორტიორების სიის სათავეში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები დგას. უკანასკნელ ხანს, ამ კუთხით, მნიშვნელოვნად წავიდნენ წინ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.  

ისრაელის და გერმანიის შეიაღების პოპულარობას, ექსპერტები იმით ხსნიან, რომ მათი პროდუქცია საკმაოდ მაღალხარისხიანია. ამიტომ ებრაული შეიარაღება საბრძოლო მოქმედებებში ხშირად გამოიყენება და კარგი რეკომენდაციით სარგებლობს.